October 29, 2012

ასცენდენტი ტყუპებში

ასცენდენტი ტყუპებში
ამ ადამიანს აქვს მძაფრი რეაქცია მოძრაობაზე, გადაადგილებაზე, ინფორმაციაზე და ახალ აზრებზე.. მისთვის რთულია კონცენტრირება უმოძრაო საგენზე, ჩაღრმავება და დამუხრუჭება. მისი თვითშეფასება მჭიდრო კავშირშია მის გონებასთან და აზრის გამოხატვასთან. ჩვეულებრივ მას ადვილად და სწრაფად ესმის ყველაფერი (ყოველშემთხვევაში თვითონ ასე ჰგონია)...

 ძალიან ცუდად გრძნობს თავს როცა არ ყავს თანამოსაუბრე, ახალი ნაცნობები, და ცხოვრებაში არაფერი ხდება, თუნდაც ინტელექტუალურ სფეროში. ხშირად ტოვებს ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას, ვინაიდან გრძნობებს მენტალური კონსტუქციებით გამოხატავს, მის ინტონაციაშიც კი გონიერება იგრძნობა, იმის მაგივრად რომ ცოცხალი გრძნობა ან განცდა იგრძნობოდეს. ეს ადამიანი  ქმნის როგორც გარე ასევე შინაგანი სამყაროს რაციონალურ მოდელებს, რის გამოც ხშირად არ ესმის ბევრი რამ ან ძალიან დამახინჯებულად ესმის, თუმცა პიროვნებას განსაკუთრებით ძლიერი პირველი სახლის ყოლისას, აქვს დიდი ძალაუფლება როგორც გარე ასევე შინაგან სამყაროზე, ვინაიდან მისი აზრი მართავს ენერგიას.
საჭიროა მეტად სიღრმისეულად გაიაზროს გარე მოვლენები და არა მარტო გონებით არამედ არსობრივად შეიცნოს რელიგიურ-ფილოსოფიური იდეები, რომლებიც განაწყობენ ადამიანს მომავალი განვითარებისთის. უნდა  შეიგრძნოს სადაა მენთალური ანალიზის საზღვრები, რომ გონებრივობა არ შეეხოს ისეთ სფეროებს, სადაც ის საჭირო არაა, მაგალითად ენერგეტიკული იდეების სფეროს და უშუალო ემოციონალური შეგრძნებების სფეროს.

(ავესალომ პოდვოდნი)

Love to hear what you think!