December 20, 2012

პლანეტები კირჩხიბში

პლანეტები კირჩხიბში (მოკლე საბაზისო განმარტებები)
მზე კირჩხიბში

მიზანი: ღრმა გრძნობები,  ზრუნვა, აღზრდა.

პიროვნული თვისებები: მგრძნობიარე, მორცხვი, მეოჯახე,  გამჭრიახი, ჩაკეტილი, ინტუიციური, აფასებს უსაფრთხოებას, ფრთხილი, ავადმყოფური, მყარად დგას თავის აზრზე.

 
მთვარე კირჩხიბში

მოთხოვნილებები: უსაფრთხოება, კომფორტი, საკვების მარაგები, იუმორი, ზრუნვა, ინტიმურობა, სახლი, სენტიმენტალურობა, დაცულობა.

ზრუნვას შეიგრძნობს, როდესაც აჭმევენ საყვარელ კერძებს, ათამამებენ, სიყვარულის და სიმშვიდის ატმოსფეროს უქმნიან.

კომფორტის შეგრძნება დაკავშირებულია: მყუდროებასთან, წყნარ გარემოსთან, ნაცნობ საგნებთან.


მერკური კირჩხიბში

აზროვნებს: ინტუიციურად, ემოციურად, მყარად დგას თავის აზრზე, ალოგიკურად, მშფოთვარედ.

სწავლობს, როდესაც გააჩნია პირადი დაინტერესება საგნის მიმართ, როდესაც აქტიურად მუშაობს წარმოსახვის უნარი.

მეტყველება: გამოხატავს აზრებს არავერბალურად,  საზრიანად, ემოციურად, სიტუაციის შესაბამისად.


ვენერა კირჩხიბში

გამოხატავს სიყვარულს: ზრუნვის, ყურადღების, ერთგულების მეშვეობით, სურვილით შექმნას ოჯახი და ოჯახური მყუდროება.

სურვილები: ემოციური სიახლოვე, ყურადღებიანობა, გამგებიანობა, დაცულობა, ზრუნვა, სახლი, ბავშვები, სიმყარე.

უპირატესობას ანიჭებს ყველაფერს სენტიმენტალურს, კლასიკურს, პირადულს, შემოქმედებითს.

თავს გრძნობს საყვარელ ადამიანად, როდესაც მასზე ზრუნავეს, როდესაც ემოციურ სიახლოვეს გრძნობს.


მარსი კირჩხიბში

მოქმედებს: დაცვის პოზიციიდან, ემოციურად, ცვალებადობით, წინაპრების გამოცდილების გათვალისწინებით,  ბავშვურად.

სტიმულები: უსაფრთხოება, ზრუნვა, სიახლოვე, ოჯახი, მეგობრული ურთიერთობები.

ბრაზდება: ემოციურად, სულის სიღრმეში, ცვალებადობით, პირქუშად

სექსში: რომანტიული, ინტიმური, მზრუნველი, საზრიანი

Love to hear what you think!