December 20, 2012

პლანეტები თხის რქაში

პლანეტები თხის რქაში (მოკლე საბაზისო განმარტებები)


მზე თხის რქაში

მიზანი: განსაზღვრული წესების და სისტემის შესაბამისად  იმის კეთება, რაც საჭიროა აუცილებელი პრაქტიკული შედეგის მისაღებად.

პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მქონე, სერიოზული, ორგანიზებული, წარმატებული, რეალისტი, კონსერვატორი, შარიანი,  მატერიალისტი, საზოგადოებრივ სტატუსზე ორიენტირებული, თავშეკავებული.


მთვარე თხის რქაში

მოთხოვნილებები: სარგებელის მოტანა, პატივმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა, პრაგმატიზმი, პროდუქტიულობა, დისციპლინა, გაწონასწორებულობა.

ზრუნვას შეიგრძნობს, როდესაც მას აფასებენ და აქებენ მისი მიღწევებისთვის, როდესაც მისი ემოციური მოთხოვნილებები პრაქტიკული გზებით კმაყოფილდება, როდესაც ზუსტადაა განსაზღვრული რომელი წესები უნდა იქნას დაცული.

კომფორტის შეგრძნება დაკავშირებულია სტაბილურობასთან, საშუალების მიცემასთან რომ  პროდუქტიულად იმუშაოს და სასარგებლო იყოს.


მერკური თხის რქაში
 
აზროვნებს: პრაქტიკულად, მეთოდურად, ნელა მაგრამ თანმიმდევრულად, პატივმოყვარეობით, ირონიულად.

სწავლობს, როდესაც სწავლების სისტემა ორგანიზებულია და განსაზღვრულ მეთოდიკას შეესაბამება, როდესაც მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენების პერსპექტივას ხედავს.

მეტყველება: გამოხატავს აზრებს მშრალად, სერიოზულად, ირონიულად, აკურატულად, უემოციოდ, ლაკონურად.


ვენერა თხის რქაში

სიყვარულს გამოხატავს დახმარებით და სარგებლიანობით,  დაცვით, მეურვეობით, ვალდებულებების შესრულებით, მიღწევებში ხელის შეწყობით.

სურვილები: მაღალი თანამდებობა საზოგადოებაში, ორგანიზებულობა, შედეგიანობა, ფული, წარმატება, სარგებლიანობა.

უპირატესობებს ანიჭებს ყველაფერს კონსერვატულს, ელეგანტურს, კლასიკურს, ხარისხიანს, წყნარს.

თავს გრძნობს საყვარელ ადამიანად, როდესაც უქმნიან ატმოსფეროს მოდუნებისთვის, სადაც დაცულად გრძნობს თავს, როდესაც აფასებენ მის პრაგმატულ მიდგომას ცხოვრების მიმართ.


მარსი თხის რქაში

მოქმედებს: ორგანიზებულად, პასუხისმგებლობით, ეთიკურად, სერიოზულად, პატივმოყვარეობით, კონსერვატულად, გულმოდგინეობით, პრაქტიკულად, გააზრებულად.

სტიმულები: დაცულობა, წარმატება, აღიარება, კარიერა

ბრაზდება: მიზანმიმართულად, სარკაზმით, როდესაც საკუთარ ბრალს ხედავს ან ვერ აღწევს სასურველ შედეგს.

სექსში: კონსერვატული, დამიწებული, ფარული, ავხორცი.

Love to hear what you think!