December 21, 2012

სატურნი ზოდიაქოს ნიშნებში

სატურნი ზოდიაქოს ნიშნებში განსაზღვრავს  როდის და როგორ იღებს ადამიანი მთავარ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს.


სატურნი ვერძში - როდესაც იკავებს ლიდერის პოზიციას, მოქმედებს პირდაპირ, დარწმუნებულია საკუთარ თავში.

სატურნი კუროში - როდესაც ავითარებს შინაგან პოტენციალს და ღირებულებათა სისტემას აყალიბებს, საკუთრების შეგრძნების მეშვეობით.

სატურნი ტყუპებში - ურთიერთობების დროს, სწავლის დროს, მრავალმხრივი გამოცდილების შეძენისას.


სატურნი კირჩხიბში - ემოციური კავშირების დამყარებისას, ზრუნვის მომენტებში და განაწყენებულობის შეგრძნების ქონის დროს.

სატურნი ლომში - როდესაც თავმოყვარეობას წევს წინ, მბრძანებლურია, გამოხატავს თავის ეგოს.

სატურნი ქალწულში - როდესაც მუშაობს, როდესაც მთავარ დეტალს აღმოაჩენს დეტალების სიმრავლეში, როდესაც სამსახურს უწევს ვინმეს, როდესაც აკრიტიკებს ვინმეს.

სატურნი სასწორში - კონტაქტების მოწესრიგებისას გარშემომყოფებთან, რომანტიული ურთიერთობების ქონის დროს.

სატურნი მორიელში - როდესაც სექსუალურად იქცევა, ღრმა გრძნობებს ავლენს, როდესაც თავის რესურსებს სხვას უზიარებს.

სატურნი მშვილდოსანში - როდესაც კარგავს ზომიერების შეგრძნებას, როცა სწავლობს სხვადასხვა კონცეპციებს და თეორიებს, იკვლევს სხვადასხვა კულტურებს და ქვეყნებს.

სატურნი თხის რქაში - პასუხისბგელობის გამოჩენის დროს, ამბიციურობით და მერკანტელური დამოკიდებულების გამოვლენისას.

სატურნი მერწყულში - როდესაც რომელიმე ჯგუფში წევრიანდება, ახალ მეგობრებს იძენს, და როდესაც ექსპერიმენტებს ატარებს.

სატურნი თევზებში - როდესაც შემოქმედებით პროცესშია ჩართული, როცა უმაღლეს პრინციპებს ემორჩილება, როდესაც სიყვარულს ამჟღავნებს

Love to hear what you think!