February 28, 2013

სატურნი მეათე (მე-10) სახლში

სატურნი მეათე (მე-10) სახლში - ამტანობა და მოთმინების უნარი.

მიზანი: მარცხის შიშის დაძლევა. უნდა შეეჩვიოს საკუთარი საქმეების და ქცევის დამოუკიდებელ შეფასებას, სხვებთან შედარების გარეშე.

წინაამღდეგობა: უიღბლო. არ სჯერა საკუთარი თავის, თავის პროფესიონალური უნარების, წინსვლის შესაძლებლობის. მას არ ეხმარებიან, იმიტომ რომ თვითონ არ უნდა არავისგან დახმარების მიღება. საქმეს იწყებს სრული კრახის შიშით. აღნიშნავს და იმახსოვრებს მხოლოდ თავის წარუმატებლობებს. ამიტომ ურჩევნია საერთოდ არ მოჰკიდოს ხელი საქმეს ან  რამოდენიმე მცდელობის შემდეგ ხვდება რომ დახარჯა საჭიროზე ბევრად უფრო მეტი ძალა და ენერგია. განაწყენებული ყველაზე, სინამდვილეში ცუდად მუშაობს და ამიტომაც განიცდის კრახს, შეუძლია რომ გახდეს დიქტატორი, ტირანი.

არასწორი გზა: ”ტრუდოგოლიკი”. ყველაფერს აკეთებს, რომ კარიერა გაიკეთოს, მიუხედავად მრავალი წინაამღდეგობისა, თანაც სხვისი დახმარების გარეშე. ამის გამო იმაზე მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე შეუძლია, ხშირად მონურ ვალდებულებებს იღებს საკუთარ თავზე. მისთვის მთავარი კარიერაა, ცხოვრებაში სხვა არაფერი ახარებს. პოტენციური წარმატება თავბრუს ახვევს, ამავე დროს ეშინია რამე არ შეეშალოს, კარიერა არ დაენგრეს.

გამოსავალი: ოსტატობის მიღწევა. ნაბიჯ-ნაბიჯ იძენს რწმენას საკუთარ ძალებში, რომლებიც ადრე თუ გვიან ხელს შეუწყობენ წარმატების მიღწევას. მუშაობს ბეჯითად, არა შიშის, არამედ სინდისის გამო, ლახავს წინაამღდეგობებს, ამიტომაც აღწევს ოსტატობის მწვერვალებს. ვალდებულების და პასუხისმგებლობის გრძნობა, ობიექტური მსჯელობის უნარი; პატიოსანი, გულწრფელი, სამართლიანი, ზომიერად პატივმოყვარე,  ყოველთვის ასრულებს დაპირებებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მიყავს.

Love to hear what you think!