February 22, 2013

სატურნი მეორე (მე-2) სახლში

სატურნი მეორე (მე-2) სახლში - ღარიბი

მიზანი: საკუთარი მნიშვნელოვნების გაცნობიერება.

წინაამღდეგობა: განაწყენებული. სიღარიბის შიში, ყველაფერში ეჭვი ეპარება, რამაც შეიძლება საკუთარი თავის რწმენა მისცეს. მიიჩნევს რომ  ღარიბია, მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ანგარიშზე ან ჯიბეში ფული.(ბიძია დაკის სინდრომი მულტფილმიდან). მაშინაც კი, როდესაც დიდი ქონება აქვს, მას შიში არ ტოვებს, რომ ხვალ შეიძლება ყველაფერი დაკარგოს. არაა დარწმუნებული საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში. მზადაა ”სამშობლო გაყიდოს”, იმისათვის რომ საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს. არავის არ ენდობა, ყველაფრის ეშინია, არც სხვებს და არც საკუთარ თავს ”ზედმეტის” დახარჯვის უფლებას არ აძლევს. ეჩვენება, რომ მის საფულეში არაფერი ჩერდება. ძუნწი, მეწვრილმანე (მატერიალურ და სულიერ სფეროებში), თუმცა საპირისპიროც ხდება: სძულს მატერიალური ღირებულებები.

არასწორი გზა: ბაქია.ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ფული საერთოდ არ ადარდებდეს. ცდილობს ხელგაშლილი სპონსორივით და ქველმოქმედივით გამოიყურებოდეს. ამავე დროს ხშირად ხვდება სიტუაციაში, სადაც ხალისის გარეშე იხდის ფულს. სარისკო ოპერაციებში და სპეკულაციებში იღებს მონაწილეობას, იმისათვის რომ არავის ეგონოს ძუნწი, უმოქმედო ან არათანამედროვე.

გამოსავალი: გონიერი დამოკიდებულება ფულის მიმართ. საღი, რეალისტური შეფასება ყველაფრის რაც დაკავშირებულია კეთილდღეობასთან და უსაფრთხოებასთან. პასუხისმგებლობის გრძნობა, გაწონასწორებული მოპყრობა ქონებასთან და ღირებულებებთან. ტალანტების და შესაძლებლობების გამოყენება, მათი აღიარება იმ ღირებულებებად, რომლებიც საჭიროებენ ფრთხილ მოპყრობას. საქმიანობა, კეთილსინდისიერება, სიფრთხილე, საკუთარი თავის იმედი, სრული შინაგანი თავისუფლება.

დამოკიდებულება ფულის მიმართ: დიდი შიშებით, ფრთხილი, დაფიქრებული.

Love to hear what you think!