March 10, 2013

კირჩხიბი

 
კირჩხიბი
 (21 ივნისი - 22 ივლისი)



ენერგია: ინ სტიქია: წყალი მოდალობა: კარდინალური ზონა: აღმოჩენა
მმართველი პლანეტა: მთვარე ეგზალტაცია: იუპიტერი (ნეპტუნი)
დაცემა: მარსი ტყვეობა: სატურნი
ტემპერამენტი: ფლეგმატიკური
არქეტიპი: პოეტი, ”დედა” ჩრდილი: პარაზიტი, ”დედიკოს ბიჭი”
ლეიტმოტივი: სხვებზე ზრუნვის და დახმარების მოთხოვნილება (თანმდევი ზომიერი პატივმოყვარეობა)
მისწრაფებების მიზანი: სულიერი სიმშვიდე, ემოციური უსაფრთხოება
ცხოვრებისეული ამოცანა: მყარი ემოციური კავშირები და საკუთარი ”სიღრმისეული” გრძნობების რეალიზაცია.
საშიშროება: ოცნებების სამყაროში გაქცევა. უარის თქმა ზრდასრულობაზე.
დევიზი: მე ვგრძნობ! მე განვიცდი!
უმთავრესი თეზისები: კირჩხიბი ყველაზე რომანტიულია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. მას შეუძლია თავისი წარმოდგენების უშუალო აღქმა და ხედვების განხორციელება. აქვს შიშები, რომ გარე სამყარო რამეს დაუშავებს, ამიტომ ცდილობს გარშემო შემოიკრიბოს ადამიანები და ნივთები, რომლებიც დაიცავენ. კირჩხიბი თანაუგრძნობს სუსტებს, ქველმოქმედებას ეწევა და სხვებს დახმარებას სთავაზობს. მაგრამ ყველაზე მთავარი მის ცხოვრებაში - ოჯახია, რადგანაც მხოლოდ ოჯახი აძლევს მას უსაფრთხოების განცდას. პატივმოყვარეობა რომ არა, კირჩხიბი მართლაც იქნებოდა სამაგალითო მამასახლისი და მეოჯახე. კირჩხიბისთვის თავგადასავლების ძიება და ახალი შეგრძნებების წყურვილი, რომელიც ხდება სახლის ან სამშობლოს დატოვების მიზეზი ნაკლებად მნიშვნელოვანია ვიდრე სიყვარული სამშობლოსადმი, ნათესავებთან თბილი ურთიერთობა და ბავშვობის მოგონებები.
ქმედებები:
ძლიერი მხარეჯაშუში, მაშველი. მოქმედებს ინსტინქტურად, ემორჩილება ქვეცნობიერ იმპულსებს,  ხელმძღვანელობს თანაგრძნობით ან პატივმოყვარეობით. აქვს ძლიერი ამტანობა. არასოდეს მოქმედებს პირდაპირ, ურჩევნია ჯერ საგულდაგულოდ დაზვეროს, შეისწავლოს სიტუაცია. ლოიალურობა, დედობრივი მზრუნველობა, ალერსიანობა. კირჩხიბი მუდამ მზადაა დაეხმაროს სხვებს და დაიცვას ისინი.
პრობლემატიკა: მარადიული ბავშვი. მოქმედებს უანგაროდ, მაგრამ მის მოქმედებს თან ახლავს შიში, რომ მას არ მიიღებენ, მოიშორებენ თავიდან. სიმორცხვე, გადაჭარბებული სიფრთხილე, ცვლილებების შიში. კირჩხიბი მეოცნებე, დეპრესიულია და ამავე დროს ჭარბი პატივმოყვარეობაც ახასიათებს. ხშირად უბრუნდება ქცევის ბავშვურ შაბლონებს.
აზროვნება:
ძლიერი მხარე: მხატვარი, ფსიქოლოგი. ხატოვანი აზროვნება, რომელიც არაცნობიერის დიდ გავლენას განიცდის. კირჩხიბს შეუძლია დიდი სიზუსტით გამოიცნოს გარშმომყოფების განწყობადა შინაგანი მდგომარეობა - და შესაბამისად ამაზე რეაგირება. იგი ხელმძღვანელობს პირველ რიგში სულისმიერი ნებით (თავისი ან სხვისი).
პრობლემატიკა: ფანტაზიორი. არ ცნობს არც ლოგიკას, არც ობიექტურ რეალობას,  ურჩევნია თავის ფანტაზიებში იცხოვროს.  კირჩხიბი მზადაა ყველაზე აბსურდული წარმოდგენებიც კი დაიცვას, თუ ისინი მას რეალური სინამვდილე ჰგონია. მას გააჩნია ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებული შეხედულება ყველაფერზე.  დამოუკიდებელ ადამიანად მას ვერ ჩათვლი. უყვარს საუბარი ყველაფერზე, რაც მოისმინა.
გრძნობები:
ძლიერი მხარე: რომანტიკოსი. ღრმა გრძნობები, სენსიტიურობა, მგრძნობიარობა და კეთილშობილება. ასეთი ადამიანისთვის მჭიდრო ემოციური კავშირი სამშობლოსთან და ოჯახთან ისევეა მნიშვნელოვანი, როგორც აღიარება და დაფასება გარშმომყოფების მხრიდან.  კირჩხიბი ზრუნავს პირად უსაფრთხოებაზე და ემოციურ კომფორტზე.
პრობლემატიკა: მტირალა შანტაჟისტი. მესაკუთრე. წურბელასავით ეწებება ადამიანებს, ამძიმებს თავისი მზრუნველობით და უმოწყალოდ იყენებს მათ სასიცოცხლო საყრდენს. თავის განწყობას დაუყოვნებლივ ამჟღავნებს.  კირჩხიბი  ხვებში დანაშაულის განცდის გაღვივების ოსტატია. ხშირად შეგნებულად ტირის, აცოდებს სხვებს თავს და ამას სათავისოდ იყენებს. ”სისუსტის ტირანი”. ემოციური ეგოისტი.

Love to hear what you think!