ჩემს შესახებ

კონსტანტინე ლოგოსი
დაბადების თარიღი - 30 ნოემბერი 1983წ. (18სთ)
საცხოვრებელი ადგილი: ქ.თბილისი, საქართველო
ეროვნება - ქართველი
სარწმუნოება - ქრისტიანი
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული
განათლება - უმაღლესი (საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები) 
ასტროლოგიური მიმდინარეობა - ნატურალური, ელინისტური, ტრადიციული ასტროლოგია.

ნატურალური ასტროლოგია
 
ნატურალური ასტროლოგია ეყრდნობა უძველეს ასტროლოგიურ ტრადიციებს და ადამიანის ასტროლოგიური კვლევის მრავალსაუკუნოვან გამოცდილებას. იგი შეისწავლის კოსმიურ რითმებს, და ამ რითმებთან შესაბამისობაში განიხილავს დედამიწის რითმებს, და დედამიწაზე მცხოვრები თითოეული არსების ცხოვრებისეულ რითმებს. იგი ეყრდნობა  ერთიანობის, ანალოგიის, ჰოლიზმის, ციკლურობისა და სინქრონიზმის პრინციპებს.

არსობრივად - ნატურალური ასტროლოგია ეს არის პირველი მცდელობა ასტროლოგია განხილულ იქნას მრავალსაუკუნოვანი დამახინჯებების, წარმართული, ოკულტური და რელიგიური ელემენტების გარეშე. 

საუკუნეების მანძილზე ასტროლოგია განიცდიდა სხვადასხვა ოკულტური თუ რელიგიური მიმდინარეობების, მოძღვრებების გავლენას და შესაბამისად აითვისა, შეისისხლხორცა კონკრეტული არეალისთვის, კულტურისთვის თუ ეთნიკურ-რელიგიური გარემოსთვის დამახასიათებელი მიდგომები, წარმოდგენები სამყაროს მოწყობაზე, კოსმოგენური თუ  ანთროპოლოგიური წარმოდგენები.  ნატურალური ასტროლოგიის მიზანია გაათავისუფლოს ასტროლოგია ამ ”გვერდითი” წარმოდგენებისგან, შეხედულებებისგან, ცრურწმენებისგან და წმინდა ასტროლოგიური ინტრუმენტებით ოპერირებდეს.

ნატურალური ასტროლოგიის მთავარი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ იგი ორიენტირებულია ადამიანის მთავარი პრობლემების პრაქტიკულ გადაწყვეტაზე პერსონალური ასტროლოგიური დიაგნოსტიკის საფუძველზე.

პატივისცემით კონსტანტინე ლოგოსი